PTI TOGENI
მთავარი გვერდი


გამოცდილი გუნდი



სწრაფი მომსახურება




სრულყოფილი შემოწმება

ავტომობილების ინსპექტირების ცენტრი “თოგენი” გახლავთ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი და გამოცდილი პერსონალით დაკომპლექტებული ინსპექტირების ცენტრი, რომელიც გთავაზობთ სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით -- 9:00 დან - 22:00 დე.

სასარგებლო ინფორმაცია

ტექინსპექტირების პროცესი უნდა მოიცავდეს მინიმუმ ქვემოთ ჩამოთვლილ ელემენტებს:


1. სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია;

2. სამუხრუჭო აღჭურვილობა;

3. საჭით მართვის სისტემა;

4. ხილვადობა;

5. ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა;

6. ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება;

7. შასი და მისი შემადგენლები;

8. სხვა მოწყობილობები;

9. უარყოფითი ზემოქმედება;

10.დამატებითი ინსპექტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის;

ბუნებრივ და გათხევადებულ აირზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებისთვის პირველ რიგში საჭირო არის გაზის ბალონის და სისტემის ტექნიკური გამართულობის ვარგისობის დოკუმენტი, რომელიც გაიცემა გაზის ბალონის ინსპექტირების აკრედიტირებულ ცენტრებში. აღნიშნულ დოკუმენტს წარადგენთ პტი ცენტრში ავტომიბილის ტექინსპექტირებისას.

იმ შემთხვევაში თუ პტი ცენტრში პირველად ინსპექტირებაზე ვერ წარადგენთ აირზე (ბუნებრივი და გათხევადებული) ინსპექტირების დოკუმენტს, პტი ცენტრში ტექინსპექტირებისას დაგიხარვეზდებათ ავტომობილი ამ კონკრეტულ კომპონენტზე და მოგეცემათ 30 კალენდარული დღე აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

თუ ავტომობილმა ტექინსპექტირება პირველივე ცდაზე ვერ გაიარა, გეძლევათ ვადა 30 კალენდარული დღე (კალენდარული ნიშნავს შაბათ-კვირებისა და დასვენების დღეების ჩათვლით 30 დღეს) ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ავტომობილის წესრიგში მოსაყვანად. ამ პერიოდში არ ჯარიმდებით ვიდეო კამერის ან პატრულის მიერ.

განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება უფასოა იგივე პტი ცენტრში და ავტომობილი მოწმდება მხოლოდ იმ პარამეტრებზე, რომლებზეც ხარვეზები გამოვლინდა. იმ შემთხვევაში თუ განმეორებით ტექინსპექტირებისთვის სხვა პტი ცენტრს მიაკითხავთ, მოგიწევთ თანხის სრულად გადახდა და ინსპექტირებაც ყველა პარამეტრზე

სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად საჭიროა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის (ტექ.პასპორტი) წარდგენა (აუცილებებლი არ არის სატრანსპორტო საშუალება მხოლოდ მესაკუთრემ წარადგინოს პტი ცენტრში).

მისამართი



მ. კოსტავას ქუჩა 5,  ქ. ჩხოროწყუ 5000

ელ.ფოსტა: info@ptitogeni.com

ტელეფონი: 0322 - 11 - 13 - 15

მობილური: 551 - 56 - 92 - 92


სამუშაო საათები



ორშაბათი - კვირა

09:00 - 22:00

შესვენება 13:00 - 14:00


სასარგებლო ბმულები



Copyright © TOGENI

                2020